The Telegraph: ჯორჯ სოროსს ახალი საიდუმლო გეგმა აქვს

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, ჯორჯ სოროსს Brexit-ის წინააღმდეგ საიდუმლო გეგმა აქვს. ის და კიდევ ორი ადამიანი ითვლებიან მთავარ ფიგურანტებად იმ მოძრაობის, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენისთვის იბრძვის. ისინი ქვეყანაში მეორე რეფერენდუმის ჩასატარებლად ახალი კამპანიის წამოწყებას გეგმავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ გზით სამეფოს ევროპულ ოჯახში შენარჩუნებას შეძლებენ.
კამპანიის ამოცანაა, მათ მხარდასაჭერად მიიზიდონ კონსერვატული პარტიის სპონსორები და ძირი გამოუთხარონ ტერეზა მეის ხელისუფლებას.
გამოცემას ხელში ჩაუვარდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. სავარაუდოდ ის ამ ჯგუფის შეხვედრის ანგარიშია. მასში ნათქვამია, რომ კამპანიის მიზანია ამ თვის ბოლოს “გააღვიძონ ქვეყანა და დაამტკიცონ, რომ Brexit-ი არ არის ჯერ კიდევ საბოლოო გადაწყვეტილება. არც ისე გვიანია მისი შეჩერება“.
სრულად
