Header Ads

ილონ მასკის კოსმოსური სიმბოლიზმი

გიგანტური რაკეტის Falcon Heavy-ს წარმატებული გაშვების შემდეგ, ილონ მასკმა კოსმოსის შესწავლის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა. მისი წარმატება არამხოლოდ სამეცნიერო-ტექნოლოგიური ექსპერიმენტი, არამედ სამეცნიერო-ფანტასტიკური შოუ იყო. 

ვარსკვლავის ადამიანი

ადამიანი კოსმოსში ყოველთვის უფრო საინტერესო მოვლენაა, ვიდრე რკინის მოწყობილობა, თუნდაც ეს სპორტულ კაბრიოლეტში მყოფი მანეკენი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მასკს ადამიანი არ გაუგზავნია, კოსმოსში Tesla-ს თოჯინა გაუშვა, რომლის პირდაპირ ტრასლაციასაც შეგიძლიათ ახლაც ადევნოთ თვალი.

დევიდ ბოუი

ის, რომ მასკს დევიდ ბოუი უყვარდა, დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია. Tesla-ს ხელმძღვანელმა თავის პირად ავტომობილში 'ვარსკვლავის ადამიანს' (Starman) იმავე სახელწოდების სიმღერა ჩაურთო, რომელსაც კაბრიოლეტი მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელზე მიჰყავს. 

'ცაში ვარსკვლავის ადამიანია, მას სურს, რომ ჩამოვიდეს და გაგვიცნოს, მაგრამ ეშინია', - მღეროდა ბოუი.

ვარსკვლავის ადამიანს მზისკენ მიმავალი დიდი გზა ელის, ამიტომ მასკმა თოჯინის პლანეტათაშორისი მარტოობა ბოუის კიდევ ერთი კოსმოსური შედევრით შეამკო, სიმღერით Space Oddity. რაკეტის ანიმაციის ტრეილერისთვის მასკმა ასევე ბოუის სიმღერა 'Life On Mars' აირჩია.

History has been made with the very emotional launch of @elonmusk’s midnight cherry Tesla Roadster car into space, with David Bowie’s Life on Mars as the soundtrack, and a chap called Starman in the driving seat. More on this remarkable @SpaceX event here: https://t.co/SqGwYJEkzr pic.twitter.com/gXk36bK6wy

— David Bowie Official (@DavidBowieReal) February 7, 2018

კაბრიოლეტი

ილონ მასკის კომპანია Space X-მა კოსმოსში ბიზნესმენის მეორე კომპანიის Tesla-ს ავტომობილი გააგზავნა. შთამბეჭდავი მარკეტინგული გათვლა არამხოლოდ კონკურენტებზე გამარჯვებისთვის გააკეთეს. მასკს ამით უნდოდა ეჩვენებინა, რომ Tesla არამხოლოდ ყველაზე სწრაფი მანქანაა, არამედ ადამიანური ქმნილების უდიდესი მიღწევა. 

ავტომობილს მასკმა დააწერა: 'დამზადებულია ადამიანების მიერ, პლანეტა დედამიწაზე'.

 

Printed on the circuit board of a car in deep space

A post shared by Elon Musk (@elonmusk) on Feb 6, 2018 at 2:40pm PST

'პანიკის გარეშე!'

ავტომობილის სალონის წინა ნაწილზე წარწერა, შეგვიძლია მასკის მხრიდან აქციონერებისა და Tesla-ს მყიდველების მიმართ მიმართვად ჩავთვალოთ. 

თუმცა მასაც აქვს ისტორია: DON'T PANIC დუგლას ადამსის  საკულტო ნოველის The Hitchhiker's Guide to the Galaxy-ს ('ავტოსტოპით გალაქტიკაში') გარეკანიდან წამოღებული ფრაზაა. 

აიზეკ ასიმოვი

ვარსკვლავის ადამიანის მანქანაში მასკმა ამერიკელი ავტორის აიზეკ ასიმოვის წიგნების სერია Foundation-ი ჩადო, რომლის მთავარი გმირი ჰერი სელდონი მათემატიკოსია, რომელიც კაცობრიობის ქონებას გადაარჩენს. წიგნების ტექსტი უმძლავრეს კვარცის მინაზეა დატანილი, რომელის ვარგისიანობის ვადა 13 მილიარდი წელიწადია. 

სიყვარული

რაკეტა Falcon-ის ნაწილები SpaceX-ის პლატფორმაზე დაბრუნდა, რომელსაც 'რა თქმა უნდა მე ისევ მიყვარხარ' ჰქვია 'Of Course I Still Love You'.

ისევე, როგორც მეორე პლატფორმის სახელი 'არ დაგავიწყდეს ინსტრუქციის წაკითხვა' ('Just Read the Instructions') - მასკმა შოტლანდიელი ავტორისგან იენ ბენქსისგან წამოიღო, რომელიც ასეთ უცნაურ სახელწოდებებს აძლევდა თითქმის ყველა კოსმოსურ ხომალდს თავის გამოგონილ სამყაროში.

 

Autonomous Spaceport Droneship on station in the Pacific. Must remember to ...

A post shared by Elon Musk (@elonmusk) on Jan 17, 2016 at 1:31am PST


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.