ლიბიაში ორმაგ ტერაქტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 75 კი დაშავდა

ლიბიის ქალაქ ბენგაზიში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 75 კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აფეთქება მეჩეთთან, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 2 ბომბი მობილური ტელეფონების საშუალებით დისტანციურად ააფეთქეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
სრულად
