პროფესიული პროგრამით გადამზადებული სტუდენტები დაასაქმეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ - ამერიკულმა საინჟინრო-მხაზველობითმა კომპანია „ესკად ჯორჯიამ“ და საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების“ აკადემიამ, საინჟინრო-მხაზველობითი პროგრამის AutoCAD და ხაზვის ტრენინგ-კურსი განახორციელეს. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო 12-დან 8 სტუდენტი თავად კომპანიაში დასაქმდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ბაზარზე არსებული მოთხოვნის და AutoCAD-ის კვალიფიციური სპეციალისტების სიმცირის პირობებში, ამ მიმართულებით კადრების გადამზადება უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორისთვის.
„კომპანიის „ესკად ჯორჯია“ და 'ინფორმაციული ტექნოლოგიების' აკადემიის ერთობლივი პროექტი კვლავ გაგრძელდება. ახალი ჯგუფისთვის ტრენინგ-კურსის დაწყება თებერვლის შუა რიცხვებიდან იგეგმება. ტრენინგ-კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულები დაეუფლებიან პროგრამას AutoCAD, ხაზვითი დისციპლინის ძირითად პრინციპებს და კვალიფიცირებული და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები გახდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სრულად
