Header Ads

ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადაზე გამოსვლის განრიგი ცნობილია

ფიონჩანგში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ესენი არიან მოციგავე გიორგი სოღოიანი, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური. 1tv ავრცელებს ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრიგს.

ყველა მოყვანილი დრო მიახლოებითია და შესაძლოა შეიცვალოს დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

გიორგი სოღოიანი

10 თებერვალი: 14:00 – 16:35

ნინო წიკლაური

12 თებერვალი: 10:15-15:35 (გიგანტური სლალომი)

14 თებერვალი: 10:15-15:25 (სლალომი)

მორის ყვითელაშვილი

16 თებერვალი: 10:00-14:30 (მოკლე პროგრამა)

17 თებერვალი: 10:00 – 14:25 (თავისუფალი პროგრამა)

იასონ აბრამაშვილი

18 თებერვალი: 10:15 – 15:45 (გიგანტური სლალომი)

22 თებერვალი: 10:15 – 15:40 (სლალომი ).

სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონჩანგში ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 9 თებერვალს დაიწყო. გახსნის ცერემონია ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. მასში მონაწილეობა დაახლოებით ორი ათასმა ადამიანმა მიიღო.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.