Header Ads

აზიური ფაროსანას შემდეგ აფხაზეთს ახალი მავნებელი მწერი შეესია

აფხაზეთში, პალმებს აზიური ფაროსანას შემდეგ, ახალი მავნებელი, ე.წ. 'წითელი გრძელცხვირა“ შეესია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მწერი პალმის ტოტებზე კვერცხებს დებს და რამდენიმე დღეში მისგან 5 სმ. სიგრძის ჭუპრები ყალიბდება. ამის შემდეგ მავნებელი ხის განადგურებას იწყებს. 

შესწავლილი პალმებიდან 20-ზე მავნებლისგან მიყენებული ზიანი შეიმჩნევა. 12 ხის გადარჩენა უკვე შეუძლებელია. 

„აფხაზეთის სანაპირო ზოლში დაახლოებით 10 ათასი პალმის ხე იზრდება, მათი ნაწილების დაკარგვა სერიოზულად იმოქმედებს ჩვენი სანაპიროების სილამაზესა და მიმზიდველობაზე“- წერია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.