უცხოელებზე მიწის მიყიდვის კანონის შემუშავებაში ინვესტორთა საბჭო ჩაერთო

უცხოელებზე მიწის მიყიდვის ორგანული კანონის შემუშავებაში ინვესტორთა საბჭო ჩაერთო,- ამის შესახებ EBRD დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ განაცხადა. ინფორმაციას 'კომერსანტი' ავრცელებს.
ბრუნო ბალვანერას განმარტებით, მათი ჩართვა კანონპროექტის შემუშავებაში მას შემდეგ მოხდა, რაც ინვესტორთა საბჭომ საქართველოს პრემიერმინისტრს შესაბამისი თხოვნით და წერილით მიმართა. საბჭოს წევრებმა მიწის ორგანულ კანონზე მუშაობის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს.
'კანონი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია, თუმცა, იცით რომ მოცემულ კანონში არის ჩანაწერი რომელიც გარკვეულ გამონაკლისებზე საუბრობს აკრძალვასთან მიმართებით. ამ გამონაკლისებზე იმსჯელა კონკრეტულმა ჯგუფმა თავინთი პოზიციისა და იმ წერილის შინაარსის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ პრემიერმინისტრს',- აცხადებს ბრუნო ბალვანერა.
2017 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.
სრულად
