Header Ads

ნავთლუღის ბაზრიდან ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელები რეალიზაციიდან ამოიღეს

სუნელი ზაფრანა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერება სუდან 1-ს შეიცავდა, ნავთლუღის ბაზარში იყიდებოდა. პროდუქცია რეალიზაციიდან უკვე ამოღებულია. ამის შესახებ 1tv წერს.

საქმეზე პასუხისმგებაში მიცემული ქალის ადვოკატი კახა მაღრაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაზარში 20-30 წლის განმავლობაში ვაჭრობდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობი იყო, რომ მის მიერ გამოყენებული საღებავი ჯანმრთელობისთვის საშიში იყო.

მაღრაძე ამბობს, რომ პასუხისმგებაში მიცემული ქალი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მზადაა ყველა მითითება და რეკომენდაცია შეასრულოს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება- გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება.

ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე იფქვება სუნელები და სანელებლები,

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%-ია) ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოავლინა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში, (88%) იმ ფიზიკური პირების, ასევ კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ სახელმწიფო არ აკონტროლებდა.

სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დროს, გამოვლინდა სავარაუდო ფალსიფიკაციის შემთხვევებიც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ფაქტები. ამ გარემოებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა შემოღებულიყო რისკის მართვის დროებითი ზომები, რაც მიზნად მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.