Header Ads

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი


რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აპრილისთვის ბიზნესის, სიყვარულისა და ჯანმრთელობის მიმართულებით?!


ვერძი


ამ დღის ტენდენციები ფსიქოლოგიურ განწყობას მოგანიჭებენ და მიზანს ძალიან მოკლე ვადაში მიაღწევთ. ვარსკვლავების თქმით, ეს დღე შესანიშნავია სამოგზაუროდ. თუმცა, უცხოეთში იმოგზაურებთ თუ თქვენს ქალაქში დარჩებით, გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ გაისეირნოთ ქუჩებში ღამის საათებში.


კუროეს დღე იდეალებისა და თქვენი პოზიციების სიმყარეს შეამოწმებს. შეეცდებით, დამოუკიდებლობა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ დასახული გზიდან გადახვევას.


ტყუპებიამ დღეს შესანიშნავია ნათესაური კავშირების გასამყარებლად. საკუთარ შესაძლებლობებს შეამოწმებთ და ძალების გაერთიანებით შესანიშნავ „გუნდს“ შექმნით. ეს დღე კარგია საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად და რემონტის დასაწყებადაც.


კირჩხიბიდღის დასაწყისში კონფლიქტები და უსიამოვნებები გელოდებათ. ბავშვები უფროსებს მოსვენებას არ მისცემენ. თუკი თქვენი მეუღლე გაღიზიანდება - დაამშვიდეთ ის, მიეცით მას თქვენს მხრებზე ტირილის საშუალება.


ლომიეს დღე გასუფთავებასთან და არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლებასთან ასოცირდება. ასევე, შესანიშნავია სულიერი ზრდისთვის და თვითგანვითარებისთვის. მოაწესრიგეთ თქვენი შინაგანი სამყარო და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.


ქალწულიამ დღეს არჩევანის წინაშე დადგებით. შესაძლოა, ეჭვებმაც შეგიპყროთ. ყველა საქმეს ეჭვით შეხედავთ. როგორც კი არჩევანს გააკეთებთ, სულიერ სიმშვიდეს იგრძნობთ. ყურადღებით მოეკიდებით თქვენს რჩეულს. იქნებით გულუხვი და ლოიალური მის მიმართ.


სასწორიფულადი შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ, მაგრამ ხარჯებიც გაუთვალისწინებლად დიდი გექნებათ. დაარეგულირეთ საკუთარი ბიუჯეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში „გადაიწვებით“. ვარსკვლავები არ გირჩევენ ფულის სესხებას.


მორიელიბედი აუცილებლად გაგიღიმებთ. ქალ მორიელებს განსაკუთრებით სიამოვნებთ საჩუქრები: საიუველირო სამკაულები, ყვავილები. ვარსკვლავები გირჩევენ, ეწვიოთ სილამაზის სალონს, სამხატვრო გამოფენას ან კონცერტზე წახვიდეთ. განაახლეთ გარდერობი მოდური სამოსით და აქსესუარებით.


მშვილდოსანითქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ნეგატიურ ზონაში აღმოჩნდება, რაც თქვენგან ნებისმიერი ქმედების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ზომიერი ძილი და დასვენება არ გაწყენთ.


თხის რქაპლანეტების განლაგება არ დაგიტოვებთ დროს პარტნიორების ღირსებების გასაცნობიერებლად - ეს ფაქტი მოულოდნელ ნაცნობობაზე, ახალ მეგობრობასა და სასიყვარულო კავშირებზე მიანიშნებს. ნუ გადიდგულდებით - ამგვარ ურთიერთობებს იშვიათად აქვს ხანგრძლივი ისტორია და გაგრძელება.


მერწყულიმეუღლესთან ურთიერთობა შესანიშნავად აეწყობა. გაუგებრობა, საკითხების გაურკვევლობა და ეჭვები წარსულს ჩაბარდება. დარჩება მხოლოდ ნამდვილი სიყვარული და გულწრფელი კავშირი ერთმანეთის მიმართ. ერთადერთი, რაც გჭირდებათ, თბილი სიტყვებია, რომელთა გახსენება მოგიწევთ. შეეცადეთ, ბავშვებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ მათთან აქტიური ურთიერთობის დროს. დაანახვეთ მათ მზრუნველი მშობლის ნამდვილი მაგალითი.


თევზებიახლობელი ადამიანები გაოგნდებიან თქვენი ალტრუიზმით, რთულ სიტუაციებში თანადგომის სურვილითა და გულწრფელი თანაგრძნობით. ნუ გაატარებთ დროს მარტოობაში. შეეხმიანეთ ძველ მეგობრებს, კარგ ნაცნობებს ან ახლო ნათესავებს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.