ზემო ვეძისში დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალებია ცნობილი

რამდენიმე წუთის წინ ზემო ვეძისში, ვაზისუბნის ქუჩაზე უცნობმა პირმა ოთხი ადამიანი დაჭრა.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი, მორაგბე ლაშა საჯაიაა. ასევე დაჭრილია მისი ძმა.
ერთ-ერთ დაჭრილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. უწყების წარმომადგენლები დეტალებზე არ საუბრობენ.
