ბელიაშვილის ქუჩაზე 14 აპრილის ამხანაგურ მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაგეგმილ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია 1TV თბილისის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
8 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე ფერადკანიან სტუდენტებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
დღეს კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩის ინიციატივით გამოვიდა.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის საპასუხოდ ამხანაგური მატჩი 14 აპრილს გაიმართება.
სრულად
