Header Ads

3 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 0.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2018 წლის მარტში ტურიზმიდან შემოსავალი 237 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 31.3%-იანი ზრდაა. ამასთან, მარტის მაჩვენებელი 2017 წლის სექტემბრიდან ყველაზე მაღალია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკურ ანგარიშებზე დაყრდნობით გამოცემა GBC ავრცელებს.

ანალიტიკური ანგარიშების თანახმად, 2018 წლის იანვარ-მარტში, ტურიზმიდან 561 მილიონი დოლარი შემოვიდა ქვეყანაში. 

2017 წელს ტურიზმიდან ჯამში 2.753 მილიარდი დოლარის შემოსავალი შემოვიდა, წელს კი 3 მილიარდის შემოსავალს ელოდებიან.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.