Header Ads

Menlo Security-ის მკვლევარებმა კიბერთავდასხმების ახალ ტალღას მიაგნეს

Menlo Security-ის მკვლევარებმა კიბერთავდასხმების ახალ ტალღას მიაგნეს. მათი მტკიცებით, ახალი ვირუსის სამიზნე ამჯერად აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ფინანსური და IT ორგანიზაციები არიან. ამის შესახებ ThreatPost-ი წერს

ორგანიზაციის მკვლევარები ამბობენ, რომ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებს უკვე დაეგზავნათ ელ-ფოსტა, რომელიც დავირუსებულ Word ფაილს შეიცავს. მათი თქმით, შესაბამისი ქმედებები ჰაკერებმა გასულ თვეს დაიწყეს. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google Chrome-ი ინტერნეტ ბრაუზერში ფაილების ასლს იღებდა. 

2017 წელს კიბერთავდასხმებმა მსოფლიო 600 მილიარდი დოლარით აზარალა, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8% არის. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს კიბერშეტევების შედეგად მიყენებული ზარალი მსოფლიოში 445 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.