Header Ads

ამერიკულ ქალაქში ციდან 50-ზე მეტი მკვდარი ბატი ჩამოვარდა


 ამერიკის ქალაქ აიდაჰო-ფოლსში ციდან 50-ზე მეტი მკვდარი ბატი ჩამოვარდა. ინფორმაციას Fox 13 ავრცელებს.


ინციდენტი შაბათს ღამით, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს მოხდა. ყველა ფრინველი რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში იპოვეს. სანადირო და სათევზაო რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯეიკო ბერლი აცხადებს, რომ კვირას მან 48 თეთრი და 3 როსას ჯიშის მკვდარი ბატი იპოვა. დანარჩენი ფრინველი იმ მიდამოში სახლების სახურავებზე ორშაბათამდე დატოვეს.


ბარლი ვარაუდობს, რომ ბატები კანადისკენ მიფრინავდნენ. ისინი ელვის დარტყმის შედეგად დაიხოცნენ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.