Header Ads

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტად არჩეული ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის ექვს წლიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

2000 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს, ანუ იმ დღეს იმართება, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება იწურება. გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ 2012 წელი იყო, როდესაც პუტინის ინაუგურაცია 6 მაისს გაიმართა. ამ დროს საპროტესტო აქციები არ წყდებოდა. დემონსტანტები არჩევნებში დარღვევებს აპროტესტებდნენ.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პირველი პირი 2000-2008 წლებში იყო. მას 4 წელი პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა. 

2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,6% მიიღო.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.