Header Ads

ევროკომისიის ინსპექტორებმა რუპერტ მერდოკის ოფისები გაჩხრიკეს

ევროკომისია ეჭვობს, რომ რუპერტ მერდოკის მედიაიმპერიაში შემავალმა სტრუქტურებმა კონკურენციის შესახებ ევროკავშირის ნორმები დაარღვიეს. ამის შესახებ Eeuronews-ი იუწყება. 

საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც არეგულირებს სპორტული შეჯიბრებების ყიდვის და ტრანსლაციის უფლებას როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ევროკომისიის ინსპექტორებმა მერდოკის კუთვნილ 21st Century Fox-ის ლონდონის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. მათ დოკუმენტები ამოიღეს და კომპიუტერში არსებული მასალები დააკოპირეს.

თავის მხრივ, Fox Networks-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მედიაიმპერია გამოძიებასთან თანამშრომლობს.

Bloomberg-ის მონაცემებით, რუპერტ მერდოკის ქონება 15,2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.