Header Ads

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამები დასახელდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, „რეფორმეტრი' ავრცელებს ინფორმაციას, რომელ პროფესიულ პროგრამებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა საქართველოში.

უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების განაწილება სპეციალობების მიხედვით კი ასეთია:

1. ინჟინერია - 5336 სტუდენტი, 

2. აგრარული - 2300 სტუდენტი, 

3. ბიზნესის ადმინისტრირება - 2151 სტუდენტი, 

4. ჯანდაცვა - 2037 სტუდენტი, 

5. დარგთაშორისი სპეციალობები - 1696 სტუდენტი, 

6. ხელოვნება - 1369 სტუდენტი, 

7. სამართალი - 507 სტუდენტი, 

8. განათლება - 98 სტუდენტი, 

9. სოციალური მეცნიერებები - 84 სტუდენტი, 

10. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 54 სტუდენტი.

შეგახსენებთ, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 2018 წლის 22 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

ასევე, სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით განხორციელდება რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა (ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის მონიტორინგი), რომლებსაც პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ თბილისის, ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯები.

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო  რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.