Header Ads

9 კგ ჰაშიშის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან  თანაშრომლობის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.კ. დააკავა.


 


უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.კ. თბილისში, DHL-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.


 „პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ამანათის სახით მიღებული, პირველადი ინფორმაციით, 9 კილოგრამი „ჰაშიში“ ამოიღო, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ამანათი ნეპალიდან გერმანიის გავლით არის გამოგზავნილი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 


 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.