Header Ads

აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ხმა ილჰამ ალიევს მისცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ჰაზიფ გაჯიევმა არჩევნებში ხმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მისცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გაჯიემა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხმა ალიევს მისცა. ამასთან, მისივე თქმით, ამომრჩევლებს თავისუფლად შეუძლიათ სასურველ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

დღეს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა.

12 მარტს აზერბაიჯანის ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება მოითხოვა. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. 3 თებერვალს ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს. 2016 წლის 26 სექტემბერს ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს 7 წლის ვადით აირჩევენ.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.