Header Ads

Reddit-ზე 944 ყალბი ანგარიში იპოვეს

Reddit-ის ხელმძღვანელობამ ვებპლატფორმაზე 944 ყალბი ანგარიში აღმოაჩინა, რომლებიც რუსული 'ტროლების ქარხანასთან' არიან დაკავშირებულები. ამის შესახებ ვებგვერდის დამფუძნებელმა სტივ ჰაფმანმა განაცხადა. 

მისი თქმით, 145 ყალბი ექაუნთი ჯერ კიდევ 2015 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იპოვეს და დაბლოკეს. ჰოფმანი დასძენს, რომ ამ 944 ყალბი ანგარიშიდან არცერთს არ დაუპოსტავს Reddit-ზე სარეკლამო შინაარსის ინფორმაცია, ამასთან, არც ვებგვერდის მომხარებლებზე ჰქონია გავლენა. 

944-ვე ყალბი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია Reddit-მა გაასაჯაროვა. ამის მიზანი კი ის არის, რომ გადაამოწმონ მოდერატორებმა და მომხმარებლებმა ამ ანგარიშებთან მიმოწერის შინაარსი, რის შემდეგაც ყალბ ანგარიშებს ვებგვერდის ადმინისტრაცია დაბლოკავს და წაშლის. 

როგორც NBC News-ი წერს, ერთ-ერთ ყალბ ანგარიშზე, რომლის სახელწოდებაც Rubinjer-ია, ნაპოვნია პორნოგრაფიული შინაარსის Gif-ი, რომლის მთავარი 'პერსონაჟიც' აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონია. მოგვიანებით ეს Gif-ი სხვა ვებპლატფორმებზეც გავრცელდა, მაგალითად Pornhub-ზე ის 250 ათასზე მეტჯერ ნახეს.

'ტროლების ფაბრიკა' მას შემდეგ გახდა აქტუალური საკითხი, რაც გაირკვა, რომ რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების დახმარებით, რუსეთი სავარაუდოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.