პარლამენტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

პარლამენტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. ღონისძიება პარლამენტში, განათლებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ორგანიზატორების განცხადებით, 1978 წლის მოვლენებიდან 40 წელი სრულდება და სწორედ 40 წლის წინ გამართულმა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა შეუნარჩუნა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი. ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება საქართველოს არაერთ რეგიონში ჩატარდება.
პარლამენტში გამართული ღონისძიების ფარგლებში 1978 წელს გადაღებული საარქივო ფოტომასალის გამოფენაც მოეწყო: ტარასი არქიმანდრიტის ნახატები, რომელთა საფუძველზეც გოგებაშვილისეული დედა ენის ანბანი შეიქმნა.
სრულად
