Header Ads

ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო მიმოსვლა მაისიდან განახლდება

ქართული გადამზიდავი Express Batumi ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო მიმოსვლას, სავარაუდოდ, მაისიდან განაახლებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ზურაბ კირცხალიამ განაცხადა და დასძინა, რომ მიმოსვლა მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას bpi.ge ავრცელებს.

რეისი თავიდან, კვირაში ერთხელ შესრულდება და ერთდროულად 114 მგზავრი შეძლებს სარგებლობას. ამასთან, თუ ამ მარშრუტზე მოთხოვნა გაიზრდება, რეისების რაოდენობა შეიძლება დაემატოს.

ერთი მგზავრის გადაყვანის ღირებულება (ერთი გზა) შესაბამის ვალუტაში (ლარი, რუბლი) 100 დოლარის ეკვივალენტია.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.