Header Ads

ლანჩხუთის მერი მსაჯის თვითმკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ქართული ოცნების აქტივისტის  და მისი თანამშრომლის ნუგზარ ცინცაძის ბრალდებებს უარყოფს. საუბარია მსაჯის, ილო ტუღუშის თვითმკვლელობის საქმეზე, რომელშიც, ცინცაძის თქმით, სარიშვილის ფიგურირებს.

ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ცინცაძემ ეს განცხადება თავის გადასარჩენად გააკეთა, რადგან სარიშვილმა ცინცაძის სამსახურებრივ საქმიანობაში დარღვევების შესახებ სამართადამცვეებს ინფორმაცია მიაწოდა.

მერი ამბობს, რომ ის მსაჯ ილო ტუღუშთან მეგობრობდა და ელოდება გამოძიების დასრულებას. 'საკუთარი სურვილით ორჯერ მივეცი ჩვენება სამართალდამცველებს', - თქვა სარიშვილმა და დასძინა, რომ ის ფულის გადაცემის დროს ადგილზე ყოფნას ან რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს და ბრალდებას სამარცხვინოს უწოდებს.

ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ლანჩხუთის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე მსაჯის, ილო ტუღუშის თვითმკვლელობის საქმის ახალ დეტალებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ალექსანდრე სარიშვილიც ფუგურირებს საქმეში და კონკრეტული თამაშის გაყიდვაში ისიც მონაწილეობდა. ცინცაძე ამბობს, რომ ამის შესახებ თავად ბიზნესმენმა გიორგი ინაიშვილმა დაუდასტურა, რომელმაც მსაჯს 5000 ლარი ასესხა. 

ილო ტუღუში მალთაყვას ტყეში ჩამომხრჩვალი გასული წლის დეკემბერში იპოვეს. ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით (115-ე მუხლი) თვითმკვლელობამდე მიყვანასა და (203-ე მუხლი) პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის მუხლებით მიმდინარეობს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.