Header Ads

შუახევში სოფელ ფურტიოში 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში ახალი სკოლა გაიხსნა. ფურტიოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში აშენდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

სკოლაში კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი. აშენდა სპორტული დარბაზი. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ეზო და დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი, მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე.

ამასთან, სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში ამჟამად 129 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 33 პედაგოგი. ახალი სკოლა გათვლილია 250 მოსწავლეზე.

2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლას მიენიჭა დამსახურებული პედაგოგის ლევან ბერიძის სახელი. შუახევის მუნიციპალიტეტში ამჟამად მაწყვალთისა და ჟანივრის სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. 2018 წელს აჭარაში 24 საჯარო სკოლის მშენებლობა რეკონსტრუქცია განხორციელდება.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.