მსოფლიოს ქალაქებში ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.
საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ მემორიალური დაფები განთავსდება.
მიხეილ ჯანელიძემ დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები დღეს წარადგინა.
სრულად
