იულია სკრიპალი სამხედრო ბაზის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის შვილი, იულია სკრიპალი სამხედრო ბაზის ჰოსპიტალში მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Sun-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იულია იქ უსაფრთხოების მიზნით იმყოფება. არ კონკრეტდება, თუ რომელ სამხედრო ბაზაზეა საუბარი.
იულია სკრიპალი საავადმყოფოდან ორშაბათს გამოწერეს. ბრიტანული მედია წერდა, რომ ის უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, თუმცა, არ აკონკრეტებდა, რა მიიჩნევა ასეთ ადგილად.
სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ნერვულ-პარალიტიკური საწამლავი 'ნოვიჩოკით' მოწამლეს.
სრულად
