Header Ads

უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით საქმიანობისთვის სების ლიცენზია იქნება საჭირო

2018 წლის 11 იანვარს ძალაში შესული კანონის შესაბამისად, 'ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ' საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც, საბროკერო კომპანიის საქმიანობას დაემატა უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზების გაწევა. ამის შესახებ BPN-ი წერს.

ცვლილების შედეგად, სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით ვაჭრობის ორგანიზება გახდა ლიცენზირებული საქმიანობა და დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირებას.

აქედან გამომდინარე, უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმით ვაჭრობის ორგანიზების უფლებამოსილება მიეცათ მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.

ამასთან, პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ახორციელებენ, ვალდებული არიან, 2018 წლის 11 აპრილიდან ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიას ფლობდნენ.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოებები.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.