კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის ლიდერს შეხვდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ოფიციალურად პირველად განაცხადა სამხრეთკორეელ კოლეგასთან მუნ ჯე ინთან მისი მომავალი შეხვედრის შესახებ.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა 27 აპრილს დემილიტარიზებულ ზონაში სასაზღვრო პუნქტ ფხანმუნჯომში გაიმართება. ეს განცხადება ჩრდილოკორეული მხრიდან პირველი ოფიციალური კომენტარია. მანამდე შეხვედრის შესახებ მხოლოდ სამხრეთკორეული მედია წერდა.
29 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს 27 აპრილს შეხვდებიან.
ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს მაისის ბოლოს შეხვდებიან.
სრულად
