რუსეთში, სარატოვის სავაჭრო ცენტრში ტერაქტი აღკვეთეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მარტში სარატოვის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ტერაქტი აღკვეთა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ალექსანდრე ბორტნიკოვის თქმით, ძალოვნებმა ტერაქტის ორგანოზატორები მათი დაკავების მცდელობის დროს მოკლეს.
დაჯგუფება 'ისლამური სახელმწიფოს' ფრთის წევრებს თან იარაღი და 3 კილოგრამი ტროტილის სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდათ.
მისივე თქმით, სპეცსამსახურებმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე 2 ტერაქტი აკვეთეს. ერთი თავდასხმა ინგუშეთში, მეორე კი ბაშკირეთში იგეგმებოდა.
სრულად
