Header Ads

ხაბეიშვილმა შაქარიშვილის წინააღმდეგ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართა

თბილისის საკრებულოს წევრმა 'ნაციონალური მოძრაობიდან' ლევან ხაბეიშვილმა საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს მიმართა. მან ბიუროსგან საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვახტანგ შაქარიშვილთან დაკავშირებით საქმის შესწავლა მოითხოვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ხაბეიშვილმა დოკუმენტი წარადგინა, რომლის მიხედვით, მისივე თქმით, შაქარიშვილის მეუღლის კომპანია „რეკ-დ“-ის თბილისის მერია ხელშეკრულებებს ტენდერის გარეშე, პირდაპირ უფორმებს. დოკუმენტების მიხედვით, ჯამში, კომპანიისთვის 200 ათას ლარზე მეტია გადარიცხული.

ხაბეიშვილის მტკიცებით, შაქარიშვილის მეუღლის კომპანიისთვის ტენდერის გარეშე გადარიცხული ფული, ახალი წლის ღონისძიებებისთვის ერთჯერადად გამოყოფილი თანხაა.

ოპოზიციონერი დეპუტატი საქმის შესასწავლად პროკურატურასაც მიმართავს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.