Header Ads

YouTube-ზე Despacito-ს მუსიკალური კლიპი გატეხეს

YouTube-ზე განთავსებული კლიპი Despacito, რომელმაც ახლახანს 5 მილიარდ ნახვას მიაღწია, ჰაკერებმა გატეხეს. ასევე გატეხეს ათობით სხვა მომღერლის კლიპები, მათ შორის შაკირას, სელენა გომესისა და ტეილორ სვიფტის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

კლიპების ორიგინალები Vevo-ს არხზე იყო გამოქვეყნებული.

Despacito-ს ვიდეო წაიშლა და მის გარეკანზე გამოჩნდა ნიღბიანი ადამიანების ფოტო, რომლებსაც იარაღი უკავიათ. 

ჰაკერებმა, რომლებიც საკუთარ თავს Prosox და Kuroi'sh-ს უწოდებენ, ვიდეოს ქვემოთ მიაწერეს 'თავისუფლება პალესტინას'. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.