ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს - "გავუშვებ ისევ ქუჩაში"

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც თამაზ ელიზბარაშვილი თავის თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებს, თავშესაფრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, - ძაღლების თავშესაფარი დახურა.
- ეს ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის. 40-50 ათასი ლარი მიჯდება ყოველთვე ამ თევშასაფრის შენახვა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორჯერ ავაშენე თავშესაფარი. მეორედ სტიქიის შემდეგ. რამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული. დავიღალე, ეს ქალაქი და ეს ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ აკეთო ქველმოქმედება. ამიტომ, თავში ქვა გიხლიათ, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ გააკეთეთ. მე ჩემს შვილებსა და ჩემს ოჯახს ვაკლებდი, ვინმე კი არ მიხდიდა ფულს.
- ანუ ახლა თავშესაფარი დახურულია?
- დღეიდან მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამ ლოთის გამო, რომელიც, თავის დროზე შემეცოდა და სამსახურიდან არ გავაგდე, ამხელა ამბავი ამიტეხეს! თქვენ რისი ღირსები ხართ?! საზოგადოებას მივმართავ, ხართ, ღირსი ჩემნაირი ადამიანის?!
- ეს ჩვენმა მკითხველმა განსაზღვროს...
- ხოდა რადგანაც თვენმა მკითხველმა და ყველამ მაგინა, მივიღე გადაწყვეტილება, თავში ქვა გიხლიათ! რადგანაც ამ ქვეყანაში ბოროტება ბოგინებს და სიკეთის დანახვა არავის არ უნდა, სულ კარგად იყავით. მშვიდობით, თქვენი თამაზ ელიზბარაშვილი.- რა ბედი ეწევათ ძაღლებს, რომლებიც უკვე არიან თავშესაფარში?
- არსებობს ცხოველთ მონიტორინგის სააგენტო, სახელმწიფო სტუქტურაა, მერიის სამსახური. თუ წაიყვანენ, წაიყვანენ, თუ არა და გაუშვებ ისევ ქუჩაში. ყველა ძაღლი რომელიც ჩემს თავშესაფარში ბინადრობს ქუჩის ძაღლია, რომლებსაც მანქანა დაეჯახა. ზოგს ხელრხემალი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს - ფეხი, ზოგს - კისერი. ჩემი ხარჯით ვუმკურნალე, დავაყენე ფეხზე და გავუშვებ ისევ. 350 ძაღლია, ცოტა კი არ არის. რა გავაკეთო, სხვა გამოსავალი არ მაქვს.
