კონკურსი “ADAMI მედიის პრიზი 2018" გამოცხადდა

2018 წელს საერთაშორისო მედიაკონკურსი „ADAMI მედიის პრიზი“ ახალ გამარჯვებულებს გამოავლენს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამაუწყებლო კომპანიებს, მედია პროფესიონალებს, ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.
„ADAMI მედიის პრიზი“ განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროგრამებისთვის, რომლებიც ეხება მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების საკითხებს.
„ADAMI მედიის პრიზი“ იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოაჩინოთ საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე და დაამყაროთ ფართო კონტაქტები. კონკურსის ექვსივე კატეგორიაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
გარდა ძირითადი პრიზებისა, ADAMI საშუალებას აძლევს კონკურსში მონაწილე ჟურნალისტებს, რომლებიც სამუშაო დონეზე ფლობენ გერმანულ, ფრანგულ, ან რუსულ ენას, შეავსონ აპლიკაცია სტიპენდიის მისაღებად. ADAMI-ს სტიპენდია ითვალისწინებს სტაჟირებას ევროპის უმსხვილეს ტელეკომპანიებში - Arte (სტრასბურგი, საფრანგეთი), MDR (ლაიფციგი, გერმანია), Deutsche Welle (ბერლინი, გერმანია).
„ADAMI მედიის პრიზი 2018“-ის საკონკურსო განაცხადების მიღება 1 თებერვალს დაიწყო.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადებია:
1. 2018 წლის 1 ივლისი - 11/10/2016 - 31/12/2017 პერიოდში გამქვეყნებული
მასალებისთვის;
2. 2018 წლის 1 ოქტომბერი - 01/01/2018 – 01/10/2018 პერიოდში გამოქვეყნებული
მასალებისთვის
”ADAMI მედიის პრიზი” გაიცემა ექვს კატეგორიაში:
1. ADAMI მედიის პრიზი გასართობი პროგრამებისთვის (მხატვრული)
2. ADAMI მედიის პრიზი ინფორმაციისთვის (არამხატვრული)
3. ADAMI მედიის პრიზი ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი, არამხატვრული ფილმებისთვის
4. ADAMI პრიზი-ახალგაზრდა ადამი
5. ADAMI პრიზი ვებ-გვერდებისთვის
6. ADAMI პრიზი ინტერნეტ ვიდეოებისთვის
დეტალების გასარკვევად და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.adamimediaprize.eu
ნომინანტების შესარჩევად საერთაშორისო ჟიური შეიკრიბება 2018 წლის ოქტომბერში, ქ. მინსკში (ბელორუსი). გამარჯვებულები დასახელდებიან დაჯილდოების გალა ცერემონიალზე, 2018 წლის ნოემბერში ქ. კიშინიოვში (მოლდოვა). დაჯილდოების ცერემონიალი პირდაპირ ეთერში გადაიცემა კონკურსში მონაწილე ქვეყნების სატელევიზიო ეთერით.
ADAMI მედიის პრიზი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკრედიტ ჰოლდინგის მიერ (გერმანია).
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
ე. გაბაშვილის 14, ქ. თბილისი, 0108 საქართველო
მედიასთან ურთიერთობა:
office@adamimediaprize.eu
რეგისტრაცია:
registration@adamimediaprize.eu
Web: www.adamimediaprize.eu
Tel.: +995 32 2984072
