ყურძნის კურკა ქიმიოთერაპიის ეფექტს აუმჯობესებს

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ყურძნის კურკას ნაწლავის კიბოს შემთხვევაში შეუძლია ქიმიოთერაპიის ეფექტის გაუმჯობესება და ამავე დროს, მცირდება გვერდითი მოვლენებიც.
ყველაფრის მიზეზი ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობაა. კურკაში ანუ ე.წ. წიპწაში, ანტიოქსიდანტების გარდა, ბევრი ტანინი და პოლიფენოლია, რომელთაც ანტიანთებითი და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს. მეცნიერები გვირჩევენ, წიპწების ყურძენთან ერთად მიღებას, წვრილი ნაწლავების ანთებისა და დაზიანების შემცირების მიზნით.ცნობილია, რომ კიბოს საწინააღმდეგო თერაპიას ახლავს გართულებები. აღსანიშნავია, რომ ყურძნის წიპწას უკუჩვენებები არ გააჩნია და მისი გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება. მასში არსებული ანტიოქსიდანტებისა და სხვა ნივთიერებების შემცველი ექსტრაქტი ქიმიოპრეპარატების მოქმედებას არ ანელებს.მეცნიერებმა თავისი თეორია ყურძნის წიპწის კონცენტრატზე ჩატარებული კვლევით დაამტკიცეს. ზოგიერთ შემთხვევაში ანთებითი რეაქციის დონე 55%-ით მცირდებოდა, ხოლო სიმსივნის განვითარება - 26%-ით. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეფექტი ანალოგიური იქნება სხვა სახეობის კიბოს შემთხვევაშიც.
