Header Ads

თბილისის საბჭოთა შენობებზე უცხოური გამოცემა წერს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკის შენობა უცხოური გამოცემა socialistmodernism.com-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა.


გამოცემამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე შენობის ფოტო გამოაქვეყნა, ტექსტში კი მის არქიტექტურულ მხარეზე წერს.


ფოტოს აღწერაში წერია, რომ შენობა საბჭოთა კავშირის დროს, 1966-1968 წლებში აშენდა, არქიტექტორები კი შ. კაჭკაჭიშვილი, ე. კოპალაძე, ბ. მამინაიშვილი, ნ. მგალობლიშვილი, ლ. მეძმარიშვილი, ნ. მიქაძე, ს. რევიშვილი, ო. საბაშვილი, დ. ჩოფიკაშვილი იყვნენ.


გამოცემის Instagram-ზე ასევე გამოქვეყნებულია მზიურში გადაღებული ფოტო, ქორწინების სასახლის ფოტო, საქართველოს ბანკის ახლანდელი შენობის ფოტო და სხვა.


ვებგვერდი socialistmodernism.com-ი საბჭოთა კავშირის არქიტექტურის შესახებ აქვეყნებს მასალებს.

















წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.