ბექა ნაცვლიშვლი: ჩვენ გვჭირდება შრომა, ეკონომიკის სექტორების დაფინანსება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა, პირველი არხის ეთერში, გადაცემა აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად, ეკონომიკის საკითხებზე საუბრისას განაცხადა.
ისევ დავუბრუნდები ეკონომიკის სექტორებს. გააჩნია ფული სად წავა, რომელ სექტორში, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება შრომა, ინტენსიური სექტორების დაფინანსება. ინდუსტრია დღესდღეობით, გადამუმაშავებლი მრეწველობა, არის გარკვეული თვალსაზრისით მარათონი. ეს არ არის, უცბად რაღაც ფული ჩადო და მყისიერი მოგება მიიღო. იქ არის ღირებულების ჯაჭვი, რომელიც შენ უნდა ააწყო და შესაბამისად, მერე ნახულობ მოგებას. ბანკს ამ თვალსაზრისით, შეიძლება ინტერესიც არ ჰქონდეს, მაგალითად, გადამამუშავებელ მრეწველობაში ფულის ჩადებისა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან გრძელვადიანი, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
სრულად
