Header Ads

Tokyo Shimbun: კიმ ჩენ ინი მზადაა, დენუკლეარიზაციისთვის "საგზაო რუკა" შეიმუშაოს

Tokyo Shimbun: კიმ ჩენ ინი მზადაა, დენუკლეარიზაციისთვის "საგზაო რუკა" შეიმუშაოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას, რომელიც პეკინში მარტის ბოლოს გაიმართა, განაცხადა რომ ფხენიანი მზადაა დეკლეარიზაციის პროცესში საგზაო რუკა შეიმუშაოს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Tokyo Shimbun-ი ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფხენიამა შესაძლოა ეს გეგა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შესაძლო შეხვედრამდე მოამზადოს. გამოცემის თანახმად, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ თუ ვაშინგტონი მტრულ პოლიტიკას შეწყვეტს, ფხენიანს ბირთვული იარაღი არ ესაჭიროება.

როგორც Tokyo Shimbun-ი წერს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება საგზაო რუკის მომზადებას დათანხმდება, თუ ისინი ვაშინგტონიდან კომპესაციას და გარანტიას მიიღებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური სისტემა შენარჩუნდება.

ჩინეთში კიმ ჩენ ინის ვიზიტი 25-28 მარტს შედგა. მან პირველად დატოვა ჩრდილოეთ კორეა, იმ მომენტიდან, როდესაც 2011 წელს რესპუბლიკის ლიდერი გახდა. აპრილში, როგორც მოსალოდნელია, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა გაიმართება. კორეის სამიტი 2007 წლიდან არ ჩატარებულა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.