Header Ads

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილისთვის წყვილის სახელობის სუნამოს ექსკლუზიური არომატი დაამზადეს


სამეფო ქორწილი, არა მარტო საუცხოო ჩაცმის სტილი და ბრწყინვალე ცერემონიაა, არამედ, წყვილის სახელობის, ახალი პროდუქციის შექმნის და გამოშვების, ერთ-ერთი საბაბია.


მაგალითად, პრინცი უილიამის და კეიტ მიდლტონის საქორწინო საჩუქარი, სახელობითი, სასადილო ჭურჭლის გამოშვება იყო. მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ქორწილის ცერემონისთან დაკავშირებით კი, მათი სახელობის, ექსკლუზიურ სუნამოს შექმნიან.


პრინცი ჰარის და მეგან მარკლის სახელობის, უნიკალური ახალი სუნამოს შემნასთან დაკავშირებით, ინგლისურმა პარფიუმერულმა ქსელმა, "Floris London"-მა იზრუნა.


სუნამოს სახელი, ამ ეტაპზე, მკაცრად გააიდუმლოებულია, მაგრამ კომპანიის მენეჯერმა, ის, "Bergamotto di Positano"-ს სუნამოს არომატს მიამსგავსა, რომელიც ფლერდორანჟას(ფორთოხლის ყვავილი) და მწვანე ჩაის სანელებლებით არის დამზადებული.


სამეფო ოჯახის წევრებისათვის, "Floris London"-ის პარფიუმერული ბრენდის მიერ, ეს, პირველი საჩუქარი არ არის.


პრინცი უილიამის და კეიტის ქორწილისთვის, მათ სპეციალურად წყვილისთვის, ექსკლუზიური არომატი შექმნეს, ხოლო დედოფალ ელისაბედ II-ს, ყოველ წელს, დაბადების დღის აღსანიშნავად, სიურპრიზად, ახალი არომატის სუნამოს და ფლაკონს უმზადებენ.


წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.