Header Ads

სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო


რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული რ.შ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 იანვარს, საღამოს საათებში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ.შ.-მ გარდაბნის რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - ე.გ-ს თავის არეში მუშტის დარტყმით ძლიერი ფიზიკური ტკივილი მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, მეუღლისგან თავდაცვის მიზნით ე.გ ნათესავის საცხოვრებელ სახლში გაიქცა, სადაც დაახლოებით 23:00 საათზე რ.შ. მივიდა და დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც თავის და სხეულის არეში  მუშტებს და ფეხებს ურტყამდა. რ.შ.-ს ქმედების შედეგად ე.გ-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.


სამართალდამცველებმა რ.შ 28 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფ. ქესალოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.


რუსთავის საქალაქო სასამართლომ რ.შ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.