Header Ads

ხონში, ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს


ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე გუბისწყალთან, ავტომობილში, კაცის ცხედარი იპოვეს.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კაცს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.