Instagram-მა „Focus“ კამერა წარადგინა

გადაწყვეტილება Facebook-ის შვილობილმა კომპანიამ ფოტოების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიიღო.
ახალი ფუნქცია მომხმარებლებს უკანა ხედის „დაბლარვის“ და მომხმარებლის სახეზე ფუკუსის გაკეთების საშუალებას აძლევს. „Focus“ ღილაკი „Superzoom“-ის გვერდით და ჩამწერი ღილაკის ქვედა ნაწილში არის მოთავსებული.
„Focus“-ი iPhone SE-ზე, 6S, 6S+, 7, 7+, 8, 8+ და X-ზე, ასევე Android მოწყობილობებზე იქნება ხელმისაწვდომი. განახლებული Instagram 39.0 App Store-სა და Google Play-ში უკვე ხელმისაწვდომია.

