ზემო რაჭის ორ სოფელში სასაფლაოებთან ხანძარია
ზემო რაჭაში, სოფელ ფარავნეში ხანძარია. ცეცხლი სასაფლაოებთან ბალახს უკიდია. ხანძარია სოფელ შარდომეთშიც.
როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ორივე ტერიტორიაზე ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე მის ჩაქრობას ცდილობენ. ამასთან ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ხანძრის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე გავრცელდა.
სრულად
