ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენი ვადის დარღვევისას 1000-ის ნაცვლად, შეიძლება 100 ლარით დაჯარიმდეს

უმრავლესობის წევრი, დეპუატი რევაზ არველაძე ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვადების დარღვევაში ჯარიმის შემცირებას ითხოვს. კერძოდ, რევაზ არველაძეს სურს, რომ სანქცია 1000 ლარის ნაცვლად 100 ლარი იყოს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები მოამზადა, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირდა.
„თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა ისეთი სახის დარღვევა არ არის, რომლის გამოც თანამდებობის პირი 1000 ლარით უნდა დაჯარიმდეს. დოკუმენტის წარუდგენლობა შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული. მაგალითად, მივლინება, როდესაც თანხის ჩარიცხვას ელოდება, რომელიც დეკლარაციაში აუცილებლად უნდა მოხვდეს, მაგრამ იგვიანებს. ასევეა ავადმყოფობა, უბრალოდ მხედველობიდან გამორჩენა და ა.შ. ვინც აგვიანებს, უნდა დაჯარიმდეს არა უმეტეს 100 ლარით და დეკლარაციის წარდგენისთვის დამატებით 14 დღიანი ვადა უნდა მიეცეს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
სრულად
