დავით ბეჟუაშვილმა ტყიბულის შახტში დაღუპულებზე პირველი კომენტარი გააკეთა

ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებლმა და 'საქნახშირი ჯი აი ჯის' მფლობელმა დავით ბეჟუაშვილმა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ მეშახტეთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა მომხდარის შესახებ.
'დიდი ტრაგედიაა, ჩვენმა ოჯახმა დაკარგა ექვსი საუკეთესო შვილი. ვერაფერს ვერ ვიტყვი, შეისწავლიან და დაველოდოთ დასკვნას. საწარმოს არ აქვს პრობლემა', - ამბობს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, გაიზრდება თუ არა ხელფასები და გამკაცრდება თუ არა უსაფრთხოების ნორმები, ბეჟუაშვილმა უპასუხა, რომ არ იცის.
მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
დაღუპული 6 მეშახტიდან ხუთს დღეს დაკრძალავენ, ერთს კი ხუთშაბათს.
სრულად
