დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა დაიწყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა დაიწყოს.
'თუ ეს საკითხი დროულად არ გაჩერდება, გამორიცხული არაფერია. როცა პარლამენტში კრიზისი წარმოიქმნება, ვინც ამას იწვევს, იმის მიმართ კითხვები გაჩნდება და ეს რაში გამოიხატება, ამას დრო გვაჩვენებს. ვთვლი, რომ გუნდის შიგნით არის რესურსი დავლაგდეთ, მაგრამ გამორიცხული არასოდეს არაფერი არ არის', - განაცახადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატის თქმით, განცხადებები, რომელიც მან მოისმინა, აღმაშფოთებელი იყო.
'გუშინ კომენტარები ისეთმა ადამიანებმა გააკეთეს, გედევან ფოფხაძეს ზნეობასა და მორალზე მიუთითეს, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა, პირველ რიგში, საკუთარ ცხოვრებაში უნდა ჩაიხედონ', - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, უმრავლესობაში ორი გუნდი არ არის, თუმცა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით შეუთავსებლობაა.
'ვერ ვიტყვი, რომ ორი გუნდია, მაგრამ შეუთავსებლობაა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ პრემიერი პირველი ადამიანია, პარტიის თავმჯდომარე და პრემიერია, მას მიჰყავს ქვეყანაში როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური საკითხები. პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენი უფროსი არ არის, ის არის ჩვენ მიერ არჩეული, ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდი, მაგრამ ძალიან მიუღებელი გახდა მისი ბოლოდროინდელი განცხადებები', - განაცხადა ჭიჭინაძემ.
გუშინ პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელებს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა.
დეპუტატი ფოფხაძე ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის სხდომას, სადაც ის კომიტეტის თავმჯომარის მოადგილეა, არც დღეს დაესწრო.
5 აპრილს ის უმრავლესობასთან დაგეგმილ შეხვედრაზეც არ მისულა.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა გახდა
სრულად
