სავაჭრო ცენტრებში “ბოიფრენდებს“ აქირავებენ ჩინეთში

ჩინეთის სავაჭრო ცენტრები მომხმარებლებს ბოიფრენდების მიქირავებას სთავაზობს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
ხაინანისა და შანდუინის პროვინციებში ამას უკვე რამდენიმე თვეა აკეთებენ, ხებეიში კი ეს სერვისი გუშინ გამოჩნდა.
სუპერმარკეტს ახალგაზრდა კაცები ვიტრინებში ჰყავთ დაყენებული. ერთ-ერთის 30 წუთით დაქირავებისთვის 1 იუანის (დაახლოებით 0,38 თეთრი) გადახდაა საჭირო. QR-კოდის მოხსნის შემდეგ, კაცს შეუძლია ამ დროის განმავლობაში დამქირავებელთან ერთად იაროს შოპინგზე, ჩანთები ატაროს, ელაპარაკოს და მასთან ერთად ფოტოებიც გადაიღოს.
გაქირავების თანამშრომლების თქმით, დამქირავებლების უმეტესობა 30 წლამდე გოგოები არიან. ისინი დაქირავებული “ბოიფრენდების“ აზრს ხშირად ითვალისწინებენ ტანსაცმლის შეძენისას. გაქირავების წესებით, კლიენტის და დაქირავებულის ფიზიკური კონტაქტი იკრძალება.
