მეცნიერები: სექსის დროს გონების აქტივობა პიკს აღწევს

ამერიკელმა მედიკოსებმა ექსპერიმენტების შედეგად გაარკვიეს, რომ აღგზნებული მდგომარეობა და მომეტებული ლიბიდო თავის ტვინზე დადებითად ზემოქმედებს.
კაცის მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ სექსუალური აღგზნების დროს უმჯობესდება სისხლის მოძრაობა თავში და ტვინის საერთო აქტივობას ზრდის.
იგივე ხდება ქალების შემთხვევაშიც - სექსის დროს, მათი ცენტრალური ნერვული სისტემა კარგად მუშაობს.
ამასთან, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სექსუალური აღგზნების დროს ტვინის გააქტიურებისას ადამიანების გონება აქტივობის პიკს აღწევს.
თუმცა არსებობს ცალკეული შეზღუდვა - სექსმა ძლიერი სტრესის დროს, ან მას შემდეგ, შესაძლოა დააზიანოს ორგანიზმი მთლიანობაში. ამის მიზეზი ოქსიტოცინის დონის, ე.წ. სტრესის ჰორმონის მატებაა. განსაკუთრებით ეს ქალების შემთხვევაში ვლინდება.
ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2010 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ სექსი ასეთი შემთხვევების დროს 33%-ით ზრდის დეპრესიას.
