საამიროებში მარგველაშვილის ვიზიტი დასრულდა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს და ამ მიმართულებით შემდგომში მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
პრესსამსახურის ცნობით, საამიროები მზად არის ინვესტიციების რაოდენობა გაზარდოს. ამასთან, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას.
პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძის თქმით, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებითაც.
საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტით მეუღლესთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად 10 აპრილს ჩავიდა.
სრულად
