Header Ads

61 წლის ინგლიელმა კაცმა, 51 კილო შვილისთვის თირკმლის გადასანერგად დაიკლო

61 წლის ბარი სტოუქსი ინგლისის ქალაქ ლოსთოქ ჰოლიდან, 127 კილოს იწონიდა. ექიმებმა უთხრეს, რომ ის წონის გამო, ვერ გახდებოდა დონორი თავისი შვილის, ბარი ალანისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ მოზარდობის დროს სიმსივნის იშვიათი ფორმა დაუდგინეს. ბიჭს უთხრეს, რომ მას რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ინფორმაციას Daily Record-ი ავრცელებს.

დამწუხრებული ოჯახი მკურნალობის კურსის დასრულებას ელოდა. მოხდა სასწაული - ბიჭმა მომჯობინება დაიწყო. მაგრამ მრავალჯერადი ქიმიოთერაპიის შემდეგ მას თირკმელებზე გაუჩნდა პრობლემა.

ახლა ალანი მანჩესტერის უნივერსისტეტში სადოქტორო ნაშრომს ამზადებს ხელოვნურ ინტელექტზე და სიმსივნის მკურნალობას აგრძელებს. ექიმების თქმით, მას მალე დონორი დასჭირდება თირკმელის გადასანერგად და ეს დონორი, უმჯობესია, რომ ოჯახის წევრი იყოს, განსაკუთრებით კი - მამა.

ბარი მაშინვე დათანხმდა დონორობას, მაგრამ ჭარბი წონის გამო, უარი ეთქვა. მამამ გადაწყვიტა, რომ ის ვალდებული იყო წონაში დაეკლო. მან პერსონალური ტრენერი დაიქირავა და ინტენსიური ვარჯიში დაიწყო.

შედეგად მან 51 კილო დაიწყო და ახლა 76 კილოგრამს იწონის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას დონორობის უფლება მიეცემა. 

ბარი სტოუქსი ძველი იმიჯით/ ფოტო: სოციალური ქსელი


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.