Header Ads

Instagram-ზე მალე Nametag-ები გამოჩნდება


Instagram-ი აგრძელებს Snapchat-ის მახასიათებელთა მიბაძვის ტენდენციას — ამჯერად საქმე ეხება ე. წ. Nametag-ების გამოჩენას, რაც Snapchat-ის QR კოდების მსგავსი იქნება.


ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სპეციალური ფოტოების დასკანირების გზით, სხვა მომხმარებელთა მიმდევარნი გახდნენ.


გამოცემა TechCrunch-ი მის მიერ მოპოვებულ სქრინშოტს ავრცელებს და იუწყება, რომ ახალ მახასიათებელს Instagram-ი აქტიურად ტესტავს. იქვე ჩანს ხელსაწყოები, რომლებითაც მოხდება პერსონალური Nametag-ების მორგება სხვადასხვა ფერის ფონით, ემოჯით, ანდაც Instagram-ის დამატებითი რეალობის ფილტრებში გატარებული სელფით.


Nametag-ები გააადვილებს სხვა მომხმარებელთა გამოწერას, რადგან მომხმარებლებს აღარ მოუწევთ კლავიატურაზე აკრეფა და ძებნა. გარდა ამისა, Nametag-ების გამოყენება შეეძლებათ ცნობილ ადამიანებს, ბიზნესს, სოციალური მედიის ანგარიშებს ან ნებისმირ ვიზუალურ პროდუქტს, რომლის დასკანირებაც მობილურის კამერით იქნება შესაძლებელი.


Instagram-ის მიერ Nametag-ების დანერგვა კიდევ ერთი მაგალითი იქნება იმისა, თუ როგორ განაგრძობს ეს პლატფორმა Snapchat-ის მახასიათებელთა კოპირებას, რისი კიდევ ერთი შემთხვევაა Instagram Stories-ს გამოჩენა 2016 წლის აგვისტოში.


ფუნქცია ჯერ ტესტირების რეჟიმშია და სავარაუდოდ, მალე გლობალურად ჩაეშვება.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.